ერევანში რუსული “ისკანდერების” გამოყენებას არ გამორიცხავენ

სომხური მხარე აზერბაიჯანის წინააღდეგ მის არსენალში არსებულ შეიარაღებას გამოიყენებს, კერძოდ, სარაკეტო კომპლექსებს “ისკანდერს” და მოიერიშეებს, თუ მათი გამოყენება საბრძოლო მოქმედების განხორციელების ლოგიკის შესაბამისი იქნება.

ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანისიანმა განაცხადა.

“არ მგონია, რომ მიზანშეწონილი იყოს ამა თუ იმ შეიარაღების გამოყენების საკითხის განხილვა. სამხედროებს საბრძოლო მოქმედებების წარმოების მკაფიო გეგმა აქვთ, ინსტრუქცია და ტაქტიკა, წინასწარ თქმა და კომენტირება უადგილოა. როდესაც ჩათვლიან საჭიროდ, როდესაც ეს საბრძოლო მოქმედებების ლოგიკის შესაბამისი იქნება, მაშინ ცალსახად მიიღებენ”, – თქვა ოვანისიანმა ჟურნალისტის შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები