თამარ ტალიაშვილმა ევროპის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კოალიციას ვებინარზე სიტყვით მიმართა – “ათეა-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა გახდა”

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციისა (NALAG) და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცეპრეზიდენტმა – თამარ ტალიაშვილმა ევროპის ადგილობრივ და რეგიონალური ხელისუფლებების კოალიციის (PLATFORMA) ვებინარში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის 2021-2025 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმის განხილვას დაეთმო.

როგორც “კვირას” ათეა-დან აცნობეს, ონლაინაეხვედრა, რომელსაც ევროპის სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თამარ ტალიაშვილმა, როგორც თანასწორობის საკითხებში PLATFORMA-ს სპიკერმა გახსნა.

თამარ ტალიაშვილმა კოლეგებს კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე დისკუსიაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა და გენდერული თანასწორობის საგარეო სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) ჩართულობაზე ისაუბრა.

,,აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ორდღიანი შეხვედრა, რომელიც გენდერული თანასწორობის დიალოგის გაძლიერებას მიეძღვნა, სწორედ თბილისში გაიმართა, რაშიც, PLATFORMA -სა და NALAS-ის მსგავსად, უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციას.

სიამაყით მინდა, განვაცხადო, რომ ათეა-ს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა გახდა. შედეგად, სულ რამდენიმე წელიწადში ჩვენ შევცვალეთ ორგანიზაციის შიდა სტრუქტურა და განვახორციელეთ რამდენიმე პროექტი აღნიშნული მიმართულებით, რაც საბოლოოდ დასრულდა პირველი ქართული მუნიციპალიტეტების მიერ თანასწორობის ევროპული ქარტიის ხელმოწერით. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის ფონზე ორგანიზაცია, გაერო-ს მხარდაჭერით, აქტიურად აგრძელებს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციის პროექტზე მუშაობას“, – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

მანვე ევროკავშირის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა III-ის (GAP III) პრიორიტეტები წარმოადგინა, რომელიც ადგილობრივი და რეგიონული მთავრობების ჩართულობის გაზრდასა და პარტნიორ სახელმწიფოებში ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის მიზნების მიღწევას გულისხმობს.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საქართველოს მუნიციპალიტეტები დიდი პასუხისმგებლობით ერთვებიან მმართველობით საკითხებში, რომლებიც GAP III-ის პროგრამირებასა და ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

როგორც დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, საგარეო ურთიერთობებში ევროკავშირის 2021-2025 წლის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა მზადების პროცესშია და, სავარაუდოდ, 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე გამოქვეყნდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები