მაკრონი: უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართული სამშვიდობო მოლაპარაკებები გადამწყვეტ ეტაპზეა.

მაკრონმა ხაზი გაუსვა კიევისთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების მნიშვნელობას.

„მოლაპარაკებები ახალ იმპულსს იძენს და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ეს იმპულსი არა იმიტომ, რომ არსებობს შეშფოთების საფუძველი – უკრაინა მყარია, რუსეთი ნელია და ევროპა ურყევია – არამედ იმიტომ, რომ საბოლოოდ არსებობს შანსი, რომ მივაღწიოთ რეალურ პროგრესს კარგი მშვიდობისკენ“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მანვე დასძინა, რომ კარგი მშვიდობის აბსოლუტური პირობა ძალიან მყარი უსაფრთხოების გარანტიების ერთობლიობაა და არა ქაღალდის გარანტიები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები