ბრიუსელი თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
პაპუაშვილი ეხმაურება Politico-ს მიერ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო უარს ამბობს ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან შეხვედრაზე.
„ასე ხდება, როდესაც ბრიუსელი პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკის ნაცვლად თავქარიანი აქტივიზმით არის დაკავებული“, – წერს პარლამენტის თავმჯდომარე Facebook-ზე.