ნინო წილოსანი: კოორდინირებული მმართველობა და სახელმწიფოს ასეთი ინსტიტუციური გაძლიერება არის ის მიზეზი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტები
კოორდინირებული მმართველობა და სახელმწიფოს ასეთი ინსტიტუციური გაძლიერება არის ის მიზეზი, რის გამოც ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვხდებით სხვადასხვა უცხოელი პოლიტიკოსების თავდასხმის ობიექტები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, არავის ინტერესში არ არის, რომ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუციები იყოს ძლიერი და კოორდინირებული მმართველობის კუთხით იღებდეს საუკეთესო შეფასებებს.
ცნობისთვის, კოორდინირებული მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპაში მე-13, მსოფლიოში კი 24-ე პოზიციაზე გავიდა.