რუსეთში სომხეთის ელჩი: თურქეთმა აზერბაიჯანში სირიიდან 4 ათასი მებრძოლი გადაისროლა
“თურქეთმა აზერბაიჯანში სირიის დასავლეთიდან 4 ათასი მებრძოლი გადაისროლა”, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთში აზერბაიჯანის ელჩზე, ვარდან ტოგანიანზე დაყრდნობით წერს.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებებში უკვე მონაწილეობენ.
ინფორმაცია სომხეთის საგარეო უწყებაში ჯერ არ დაუდასტურებიათ, თუმცა, უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კარგად არის ცნობილი აზერბაიჯანისა და ტერორისტული ორგანიზაციების მჭიდრო კავშირების შესახებ.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედება 27 სექტემბრის დილით დაიწყო.
ბოლო მონაცემებით, სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ე.წ. მთიანი ყარაბაღის 31 სამხედროა დაღუპული, ასევე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე – ბებია და შვილიშვილი, 200 პირი კი დაჭრილია.
აზერბაიჯანის დანაკარგის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა, თუმცა, ცოტა ხნის წინ ქვეყნის გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 26 მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.