სომხეთის კათოლოკოსი: ყარაბაღი იყო და დარჩება ჩვენი

“საერთაშორისო თანამეგობრობა არ უნდა დარჩეს გულგრილი თურქეთის ექსპანსიური პოლიტიკის მიმართ, რომლის შედეგია ე.წ.მთიან ყარაბაღში ვითარების ესკალაცია”, – განაცხადა სომეხი ხალხის მიმართ მიმართვაში სომხეთის კათოლიკოსმა, არამ პირველმა.

“აზერბაიჯანმა უნდა იცოდეს, რომ ის მთლიანად სომეხი ხალხის მიმართ აწარმოებს ომს. აზერბაიჯანმა უნდა იცოდეს, რომ სამხედრო იერიშებით ჩვენი ხალხის საბრძოლო სულისკვეთებისა და ნებას ვერ გადატეხავს. აზერბაიჯანელებმა უნდა იცოდნენ, რომ არცახი ჩვენი ხალხის სისხლითა და ლოცვების დამსახურებით – ჩვენია და ყოველთვის ჩვენად დარჩება”, – განაცხადა არმა პირველმა.

კათოლიკოსი ხაზს უსვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა იცოდეს იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც თურქეთი ყარაბაღის საკითხის ესკალაციაში აზერბაიჯანს უცხადებს. მისივე თქმით, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ქმედებებით თურქეთმა არაბულ სამყაროში არასტაბილურობა შეიტანა, ახლა კი იმავეს გაკეთებას სამხრეთ კავკასიაში გეგმავს.​

​არამ პირველი სომხებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები