რა დანაკარგი აქვს ყარაბაღის არმიას – ბოლო მონაცემი

აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში დასახლებული პუნქტების იერიშს აგრძელებს, – ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, არცრუნ ოვანისიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, ბოლო მონაცემით, თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმიის 31 სამხედროა დაღუპული, ასევე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე – ბებია და შვილიშვილი, კონფლიქტის შედეგად 200 ადამიანია დაშავებული.

ოვანისიანის თქმით, დაშავებულთა ნაწილი ერევნის ჰოსპიტლებშია განაწილებული.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის არტილერიამ დღეს დილიდან მარტაკერტში განაახლა სროლები.

ასევე, ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ ბაქოს ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ე.წ.მთიან ყარაბაღში შეხების წერტილში სამხედრო დაპირისპირება გუშინ, დილის საათებში დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები