ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში საინკუბაციო შენობა აშენდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს ნაკადულის კალმახის საშენში 160 კვ.მ. შენობა აშენდა, სადაც კალმახის ინკუბატორი და სალიფსიტე აუზები განთავსდება.

როგორც “კვირას” ველური ბუნების ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 2016 წლიდან სააგენტო საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლებისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს ახორციელებს.

“სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.
ნაკადულის  ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც სისტემატურად პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება”, –  ნათქვამია ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები