ნატო აზერბაიჯანსა და სომხეთს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს

ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს. ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

”მხარეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები, რამაც უკვე გამოიწვია მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვა. ამ კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. მხარეებმა ვითარების მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით მოლაპარაკებები უნდა განაახლონ. ნატო მხარს უჭერს ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ძალისხმევას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მხარეები სამხედრო შეტაკებების და მსხვერპლის შესახებ იუწყებიან. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

წყარო: report.ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები