წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა ყარაბაღში არსებულ ვითარებას ეხმიანება

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა, მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების დაცვისაკენ მოუწოდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კონფლიქტის გამწვავებითა და ესკალაციის შედეგად გამოწვეული ჰუმანიტარული საფრთხეების მიმართ მოძრაობა შეშფოთებას გამოთქვამს.

წითელი ჯვარი კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, ადამიანთა სიცოცხლისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი წესების დაცვის მიზნით ყველა საჭირო ზომა მიიღონ.

წითელი ჯვრის რეგიონალურმა დირექტორმა მარტინ შუეპმა აღნიშნა, რომ კომიტეტი კონფლიქტის შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად მზადყოფნას გამოხატავს.

წყარო: report.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები