სალომე ზურაბიშვილი: სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით შეშფოთებული ვარ, რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი საერთო საქმე
“ძალიან ვარ შეშფოთებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით”,- ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესებს.
სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილი პოსტს აქვეყნებს და მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს.
„ძალიან ვარ შეშფოთებული სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა უნდა იყოს ჩვენი საერთო საქმე“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.