თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება   ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს მიეძღვნება

27 სექტემბერს, 19:00 საათზე თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ღონისძიება სრულად მიეძღვნება ბელარუსში მიმდინარე მოვლენებს და გაიმართება სიმბოლური აქცი-პერფორმანსი.

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია და საქართველოს პენცენტრი ქართულ, ინგლისურ და ბელარუსულ ენებზე წაიკითხავენ ბელარუსი მწერლებისა და, ზოგადად,  ბელარუსი ხალხის მხარდამჭერ საჯარო წერილს.

ასევე, ქართველი მწერლები – შოთა იათაშვილი და თამთა მელაშვილი, ბელარუსული სათვისტომოს წარმომადგენელ ოლგა გრადინართან ერთად ქართულ და ბელარუსულ ენებზე სიმბოლურად წაიკითხავენ ბელარუსულ ლექსებს.  

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები