შვედეთში კორონავირუსის ახალი ტალღაა – შემთხვევები ყოველდღიურად მატულობს
შვედეთში, სადაც მკაცრი იზოლაციის არქონამ მსოფლიო დებატები გამოიწვია, Covid-19-ის ახალი ტალღაა. ქვეყნის ეპიდემიოლოგმა ამ კვირაში განაცხადა, რომ ზამთარი ახლოვდება და ისინი “არასწორი მიმართულებით” მიდიან. შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანომ ხუთშაბათს Covid-19-ის 554 ახალი შემთხვევა დააფიქსირა – ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ივლისის დასაწყისის შემდეგ – და პარასკევს – 417. ონლაინ თვალის დევნების მექანიზმზე დაყრდნობით, როგორც ეპიდემიოლოგმა ანდერს ტეგნელმა განაცხადა, აღნიშნული კვირა ახალი შემთხვევების ,,რეკორდული კვირა” უნდა ყოფილიყო, – ამის შესახებ სტატიას ,,ვაშინქტონ პოსტი“ აქვეყნებს.
სტატიაში საუბარია, რომ ”შვედეთში სიტუაცია ნელა, მაგრამ არასწორი მიმართულებით მიდის, მაშინაც კი, თუ სიტუაცია არ არის ისეთი სერიოზული, როგორც ევროპის სხვა ნაწილებში”, – განაცხადა ტეგნელმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე, გაზეთ Svenska Dagbladet- ის თანახმად.
ზუსტად რატომ იზრდება შემთხვევათა რაოდენობა შვედეთში, გაუგებარია. ზაფხულის ბოლოს გამარტივებული გარე ჯგუფური საქმიანობა შეიძლება ამის ფაქტორი გახდეს, თუმცა მთავრობის წარმომადგენლებმა ასევე წარადგინეს მონაცემები, რომელთა მიხედვით, სულ უფრო მეტი შვედი ბრუნდება ოფისში და იყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მიუხედავად მთავრობის გაფრთხილებისა.
მთავრობამ პარასკევს გამოაცხადა, რომ Covid-19–ით კიდევ ორი გარდაიცვალა, ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობამ 5,880-ს მიაღწია. ქვეყანაში სულ დაფიქსირდა Covid-19-ის დადასტურებული 90,923 შემთხვევა10-მილიონიან მოსახლეობაში.
შვედეთის მოდელი მკაცრი იზოლაციის არქონასთან დაკავშირებით თავდაპირველად ბევრმა მოიწონა მთელმა მსოფლიოში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჩაკეტვამ ძალიან დიდი ზიანი მიაყენა ეკონომიკას სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების მხრივ. თუმცა, როდესაც ზაფხულში სიკვდილიანობამ იმატა, ეს ქვეყანა ბევრმა გააკრიტიკა.
ჯანდაცვის ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს შვედეთის სისტემა, სიფრთხილეს იჩენენ მარტივი დასკვნების გაკეთებისას. ზოგიერთმა ხაზი გაუსვა შვედეთის საზოგადოების ნდობას ექსპერტებისადმი და ასევე ტეგნელის, როგორიც აპოლიტიკური ექსპერტის, უჩვეულო პოზიციას, რომელიც საზოგადოების ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მნიშვნელოვან ძალას ფლობს.