კახა კუჭავა: „ქართული ოცნება“ იქნება ის პარტია, რომელიც უმრავლესობით ისევ მოვა ხელისუფლებაში, ესაა რეალობა

“ყველა კვლევის მიხედვით, კარგად ვხედავთ, რამდენად ლიდერობს „ქართული ოცნება“ და ლიდერობენ მისი კანდიდატები”, – ამის შესახებ არჩევნებთან დაკავშირებულ გამოკითხვებზე საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ განაცხადა.

„რთულია, ერთი-ერთზე ჯდებოდეს მსგავსი რეიტინგები. ამიტომ, გარკვეული განსხვავება ყოველთვის იქნება, მაგრამ რაც მნიშვნელოვანია, ორივე კომპონენტში ჩვენ ძალიან წინ ვართ კონკურენტებისგან განსხვავებით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად დამაჯერებლად გავიმარჯვებთ და მოლოდინი რამდენად მაღალია, რომ „ქართული ოცნება“ იქნება ის პარტია, რომელიც უმრავლესობით მოვა ისევ ხელისუფლებაში, დააკომპლექტებს მთავრობას. ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვხედავთ ყველა კვლევის შედეგად“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები