ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ის 68 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში ე.წ. რესპუბლიკაში 1245 დადასტურებული შემთხვევაა.
გუდაუთის საავადმყოფოში ამჟამად 102 პაციენტი მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმე, ხოლო 23-ის საშუალო სიმძიმის არის.
ბოლო ერთ დღეში 6 პირი გაწერეს, სულ 360 გამოჯანმრთელებული და 8 გარდაცვლილია.