კიმ ჩენ ინი სამხრეთ კორეელ კოლეგას ბოდიშს უხდის – “მომხდარს ვნანობთ”
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა, ფხენიანში 4 დღის წინ სამხრეთ კორეის თევზჭერის სამინისტროს თანამშრომლის მკვლელობისთვის, ჩრდილოელ კოლეგას ბოდიშის წერილი გაუგზავნა, სადაც ის ინციდენტისთვის მწუხარებას გამოთქვამს.
მამაკაცი 4 დღის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. ინციდენტი კი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვაო საზღვართან მოხდა.
როგორც კიმის წერილშია ნათქვამი, “ფხენიანი მომხდარს ნანობს”.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩემ ინმა, კოლეგისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ მსგავსი ფაქტი არ უნდა მომხდარიყო და მასთან დაკავშირებით დიდ წუხილს გამოთქვამს.
აღსანიშნავია, რომ დაძაბულობა ორ კორეულ სახელმწიფოს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა გასული წლის თებერვალში ჩაშლილი სამიტის გამო, რომლის დროს ერთმანეთს კიმ ჩემ ინი და აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპი უნდა შეხვედროდნენ.
მას შემდეგ შეჩერებულია მოლაპარაკებები აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის. ტრამპის და კიმის მოლაპარაკებების მთავარი საკითხი ფეხნიანის ბირთვული პროგრამა და კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარებაა.
რაც შეეხება ინციდენტს, 21 სექტემბერს სამხრეთ კორეის თევზჭერის კონტროლის სამინისტროს თანამშრომელი მორიგეობის დროს, ჩრდილოეთ კორეის საზღვაო ტერიტორიასთან ახლოს დაიკარგა.
მეორე დღეს, ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა შეტყობინება მიიღეს, რომ მათ წყლებში საზღვრის დამრღვევი იპოვეს და ადგილზე გავიდნენ. ცნობის მიხედვით, მამაკაცი სამხედროების მოთხოვნას არ დაემორჩილა. თავდაპირველად, მათ ჰაერში გაისროლეს, ამის შემდეგ “გაქცევის მცდელობის მსგავსი ვითარება შეიქმნა”. საზღვაო საზღვრების დაცვის რეგლამენტის თანახმად, ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა საზღვრის დამრღვევის მისამართით 10 გასროლა განახორციელეს.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა კი, მომხდართან დაკავშირებით ჩრდილოეთ კორეისგან ახსნა-განმარტება და ბოდიშის მოხდა მოითხოვა.