გერმანიაში მსოფლიოში უსწრაფესი PCR ტესტი შექმნეს, რომელიც კორონავირუსზე პასუხს 40 წუთში იძლევა
გერმანულმა კომპანია Bosch-მა კოვიდ19-ის ტესტირების ახალი სისტემა შექმნა, რომელიც პასუხს უკვე 39 წუთში იძლევა.
კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ ამჟამად კორონავირუსის გამოსავლენი ეს ყველაზე სწრაფი ტესტია.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მათ პროდუქციას მობილური ტესტირების ადგილებში გამოიყენებენ, სადაც ოპერატიული პასუხის მიღება მნიშვნელოვანია, მაგალითად, აეროპორტებში, ავტოსადგომებზე, ავტობანებზე.
აღინიშნება, რომ პროდუქტი ევროპაში უკვე ხელმისაწვდომია.
კომპანიის მიერ მარტში შექმნილი პირველი ტესტი პასუხს 2,5 საათში იძლეოდა. კომპანია ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე მუშაობას გააგრძელებს.