პარიზში, Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან დაუდგენელმა პირმა გამვლელები დანით დაჭრა

პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა Charlie Hebdo-ს ყოფილ რედაქციასთან ოთხი ადამიანი დაჭრა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმეა.

აღინიშნება, რომ თავდამსხმელი და მისი სავარაუდო თანამზრახველი ადგილიდან მიიმალნენ, თუმცა, მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ პოლიციამ მათგან ერთ-ერთი ბასტილიასთან ახლოს დააკავა.

გარდა ამისა, მიმდებარე რაიონში პოლიციამ საეჭვო ამანათი იპოვა. ტერიტორიაზე შემოსაზღვრულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები