სლოვაკეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებლის რეკორდი დამყარდა – 419 შემთხვევაა

სლოვაკეთში კორონავირუსის 419 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ანტირეკორდს წარმოადგენს.

როგორც ქვეყნის სამედიცინო ინფორმაციის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, ბოლო ერთ დღეში ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ვირუსის დამარცხება კი 58-მა პაციენტმა შეძლო.

სლოვაკეთში უკვე მესამე დღეა, ყოველდღიური ანტირეკორდები ვლინდება.

პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში სულ 8048 დადასტურებული და 41 ლეტალური შემთხვევაა.

როგორც ქვეყნის პრემიერმა, იგორ მატოვიჩმა განაცხადა, აქტიური ზრდა უკავშირდება იმას, რომ უპასუხისმგებლობამ და ეგოიზმმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები