ტოივო კლაარი: ევროკავშირის ინტერესია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის საკითხებში, ტოივო კლაარი ვიზიტით ბაქოში იმყოფება.

დიპლომატმა შეხვედრა ქვეყნის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართა.

როგორც მან Twitter-ის გვერდზე დაწერა, ევროკავშირი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობაშია დაინტერესებული. ამის შესახებ მან სომხეთ-აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის კომენტირებისას დაწერა.

“ევროკავშირი ძალიან არის დაინტერესებული სამხრეთ კავკასიაში მშვიდობასა და სტაბილურობაში. აუცილებელია დაძაბულობის დონის დაწევა, საჭიროა მოლაპარაკებათა პროცესში დაბრუნება წინასწარი პირობების გარეშე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ხელმძღვანლობით”, – დაწერა კლაარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები