რუსეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 20 ათასამდე გაიზარდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კოვიდ19-ის 7 212 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სულ 1 131 088 დადასტურებული შემთხვევაა.

24 სექტემბერს 6595 ახალი შემთხვევა იყო.

კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ ბოლო 24 საათში ვირუსს 108 პაციენტი ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 20 ათასს შეადგენს.

დღეს გახდა ცნობილი, რომ 28 სექტემბრიდან მოსკოვში 65 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის შეზღუდვები წესდება.

ასევე, ქალაქის მერი დამსაქმებლებს მოუწოდებს, რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი გადაიყვანონ მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები