სომხეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რიცხვი ისევ მკვეთრად გაიზარდა

სომხეთში კოვიდვითარება კვლავ უარესდება – ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ქვეყანაში ახალი შემთხვევების რიცხვის მატება შეინიშნება.

ბოლო ერთ დღეში 392 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში 48 643 ინფიცირებულია.

ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემით, ვირუსს კიდევ ორი პაციენტი ემსხვერპლა, ლეტალური შემთხვევების რიცხვმა კი 947-ს  მიაღწია.

განკურნებულთა რიცხვი 43 401-ს  შეადგენს, მკურნალობს 4002 ადამიანი.

სომხეთში 16 მარტიდან 11 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებდა. თუმცა, 12 სექტემბრიდან 2021 წლის 11 იანვრამდე რესპუბლიკაში ე.წ. ნიღბის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები