რუსეთის ციხეში ქართველი “კანონიერი ქურდი” საეჭვო გარემოებაში გარდაიცვალა

ომსკის იზოლატორში 45 წლის “კანონიერი ქურდი”, კახაბერ ფარფალია, იგივე “კახა​ გალსკი” გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გარდაცვლილს ინსულტი ჩაუწერეს.

თუმცა, მედიის ინფორმაციით, “კახა გალსკი” წინა დღით სასტიკად სცემეს.

აღინიშნება, რომ ომსკის სამმართველო “წითლად” მიიჩნევა, რომელიც  “ქურდების მიმართ” სასტიკი შეუწყნარებლობით გამოირჩევა.

“კანონიერი ქურდისთვის” ომსკის საპატიმროში მოხვედრა სასიკვდილო განაჩენს უდრის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები