საფრანგეთში პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა
საფრანგეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 16 096 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან დღიური მაჩვენებლის ყველაზე მაღალი ციფრია.
ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოების ინფორმაციით, ვირუსს კიდევ 52 პაციენტი ემსხვერპლა.
აღინიშნება, რომ მატების ასეთი მასშტაბის მიზეზი ტესტების ზრდაა.
ინფიცირების 1090 ახალი კერებიდან, 207 მოხუცთა თავშესაფრებზე მოდის.
როგორც ქვეყნის პრემიერმა განაცხადა, ქვეყანაში განმეორეობითი საყოველთაო კარანტინის დაწესება არ გამოირიცხება.
ქვეყნის რამდენიმე ქალაქში გარკვეული შეზღუდვები უკვე ამოქმედებულია.