ბრიტანეთში კორონავირუსის დღიური მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა
ბრიტანეთში 24 სექტემბერს კორონავირუსის 6634 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – რაც ეპიდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია.
ამასთან, ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობის სააგენტოში აღნიშნავენ, რომ დაავადება ვრცელდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.
უწყების სამედიცინო დირექტორმა, ივონ დოლიმ განაცხადა, რომ ახალი რიცხვი ყველასთვის გაფრთხილებას წარმოადგენს. მისი თქმით, იზრდება ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობა.
გასულ დღე-ღამეში ვირუსს 40 ადამიანი ემსხვერპლა, სულ პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 41 902 პირი გარდაიცვალა.
22 სექტემბერს ქვეყნის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ საკარანტინე შეზღუდვები მკაცრდება, რომლებიც შესაძლოა, ნახევარი წლის განმავლობაში გაგრძელდეს.