ერგნეთში შეხვედრის მიმდინარეობისას რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია(ფოტო)

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა სოფელ ერგნეთის სიახლოვეს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე მაშინ დაარღვია, როდესაც ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობდა.

ერგნეთში შეხვედრაზე უკანონო ბორდერიზაციისა და ცხინვალის საპატიმროში საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობის საკითხი განიხილება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები