გიორგი გახარია 29 სექტემბერს იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია 29 სექტემბერს ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.

იენს სტოლტენბერგი გიორგი გახარიას ბრიუსელში 29 სექტემბერს უმასპინძლებს. პრემიერთან ერთად, ნატო-ს სათავო ოფისს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანიც ეწვევა.

შეხვედრის შემდეგ მხარეების ერთობლივი განცხადებებიც არის დაგეგმილი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები