აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნის ტურნირი – ”აფხაზეთის თასი 2020” დაიწყო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მხარდაჭერით, თბილისში სპორტულ-გამაჯანსაღებელ პარკ” მზიურის’ ‘საფეხბურთო სტადიონ ”მასტერ კლას-არენაზე” დაიწყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის.

როგორც “კვირას” ვეტერანების სამქეთა სახელმწიფო სამსახურიდან აცნობეს, აღნიშნულ ტურნირში საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა 5 გუნდი მონაწილეობს: თბილისის ”თბილისი”, ზესტაფონის ”მარგვეთი”, ზუგდიდის ”ოდიში”, ბათუმის ”აჭარა” და გორის ”დილა”. გუნდების შემადგენლობაში, ძირითადად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო- სამშვიდობო მისიებში დაჭრილ-დასახიჩრებული ვეტერანები არიან.

ტურნირის პირველი შეხვედრა გაიმართა თბილისის”თბილისსა” და ზესტაფონის ”მარგვეთს” შორის და იგი მასპინძელთა გამარჯვებით, 7:4 დასრულდა. ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართება 26 სექტემბერს, 12:00 საათზე. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული გარდამავალი თასი გადაეცემა.

აფხაზეთში დაღუპულ მეომართა ხსოვნისადმი მიღვნილი ტურნირი 2016 წელს დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები