“ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით” 65 000-მდე ადამიანი სრულად განიკურნა – “ქართული ოცნება” ვიდეორგოლებს აქვეყნებს

სოციალურ ქსელში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოფიციალურ გვერდზე ჯანდაცვის, სოციალური და დევნილების მიმართულებით მიმდინარე და განხორციელებულ წარმატებულ პროექტებთან დაკავშირებით ვიდეორგოლი გავრცელდა:

• 21 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცა;

• დაინერგა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, 65 000-მდე ადამიანი სრულად განიკურნა;

• 2013-2019 წლებში საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამისთვის 5 მილიარდ ლარზე მეტი გამოიყო და დაფინანსდა 8 მილიონზე მეტი შემთხვევა;

• 2019 წლიდან 100 001 – მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებისთვის ბავშვის დახმარება 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა;

• პენსია თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 220 ლარს, ხოლო 70 წლისა და 70 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებისთვის 250 ლარს შეადგენს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები