კორონავირუსით გარდაცვლილ 25-ე პაციენტთან დაკავშირებით აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი 25-ე პაციენტი ბათუმიდან იყო.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 76 წლის პაციენტს მძიმე თანხმლები დაავადებები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი – 76 წლის, ქ. ბათუმის კლინიკა „მედ ემერჯენსში“ (ამჟამინდელი ცხელების ცენტრი) შეყვანილი იქნა 22 სექტემბერს, 0:52 საათზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, დიაგნოზით – სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ცხელება. პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ჰქონდა რთული ანამნეზი: გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია ESU/ESC 3, ექსტრასისტოლური არითმია, გულის უკმარისობა. კლინიკაში მაშინვე გატარდა შესაბამისი ღონისძიებები, თუმცა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალებამდე აღებული იქნა ტესტი კორონავირუსზე, პაციენტს დაუდასტურდა „კოვიდ-19“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები