მამუკა მდინარაძე: “ქართულ ოცნებას” კოალიცია არ დასჭირდება

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, „ქართულ ოცნებას“ კოალიციის შექმნა არ დასჭირდება, რადგან ქართული საზოგადოების დიდი უმრავლესობა თვლის, რომ დღეს „ქართული ოცნებაზე“ უკეთესი პოლიტიკური ძალა არ არსებობს.

„ქართულ ოცნებას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიცია არ დასჭირდება იმიტომ, რომ საზოგადოება მიიჩნევს ასე და თამამად მიწევს ამის თქმა. დიდი უმრავლესობა ამბობს ამას. კვლევებიც და განწყობაც ასეთია, „ქართულ ოცნებაზე“ უკეთესი პოლიტიკური ძალა, რომელიც განვითარებასა და მომავალზეა ორიენტირებული და სწორი მენეჯმენტის უნარი აქვს, არ არის დღეს და საზოგადოების მხრიდან ჩვენი მხარდაჭერა იმგვარია, რომ ჩვენ კოალიცია არ დაგვჭირდება. კოალიციაზე საერთოდ არ არის საუბარი, მაგრამ ზოგადად თანამშრომლობა და პარტნიორობა ჩვენი მხრიდან გამორიცხულია იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც აშკარად და დაფარულად პრორუსული ძალები არიან. აშკარა პრორუსული ძალები ვიცით, ვინც არიან და ამას დეკლარირებენ. ასევე არიან დაფარულად, რუსეთის საქმის მკეთებელნი. მთელ ნაცმოძრაობაზე და მის კლასტერზე სერიოზულად შეგვიძლია ვილაპარაკოთ და არაერთხელ გვისაუბრია, რომ უამრავი რუსული საქმე გაუკეთებიათ. სიტყვით პროდასავლურები, საქმით რუსული საქმის გამკეთებლები, ჩვენი პარტნიორები ვერასდროს იქნებიან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „რუსთავი 2-ის“ პირდაპირ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები