ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ათასს უახლოვდება
ოკუპირებულ აფხაზეთში, 21 სექტემბრის მდგომარეობით, კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ ე.წ. რესპუბლიკაში უკვე 995 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.
ამასთან, ვირუსის დამარცხება 289-მა პაციენტმა შეძლო.
,,კოვიდ 19,,-თან ბრძოლის ე.წ.ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, რომ გუდაუთის კლინიკაში ამჟამად 101 პაციენტი მკურნალობს, მათგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა, 15-ის – საშუალო სიმძიმის.
ვირუსს 7 პირი ემსხვერპლა, თუმცა, 20 სექტემბერს თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სოხუმიდან გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა.