ვასილ ჩიგოგიძე ახალგაზრდებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს

“ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე ახალგაზრდებთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობს. ამჯერად, დეპუტატობის კანდიდატი, პარლამენტის თავმჯდომარესთან არჩილ თალაკვაძესთან ერთად, „ქართული ოცნების” ოზურგეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას კანდიდატის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაცით, შეხვედრაზე ისაუბრეს, განათლების პროგრამებზე, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობებზე და სამომავლო გეგმებზე.

„ ქართული ოცნება” არის პროგრესული, მომავალზე ორიენტირებული გუნდი და ჩვენ, ქვეყნის მმართველობის პროცესში გვინდა კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდა ჩავრთოთ. ახალგაზრდები არიან მთავარი ძალა ქვეყნის განვითარების პროცესში და სწორედ, მათთან ერთად ვქმნით უკეთეს ხვალინდელ დღეს,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდების განათლება, დასაქმება. შეხვედრაზე ვისაუბრეთ მათთვის მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ თემებზე, სამომავლო გეგმებზე და აქტიურ თანამშრომლობაზე. ჩვენს გუნდთან ერთად ვიზრუნებ ახალგაზრდების კეთილდღეობისთვის და ვიქნები მათი მხარდამჭერი,” – აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები