კორონავირუსის მიუხედავად, ექსპორტი ჩინეთში 209 %-ით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე 8 თვეში საქართველოდან 296.55 მლნ დოლარის პროდუქცია გაიყიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტი ჩინეთში 209 %-ით გაიზარდა.
ქართული ექსპორტის უდიდესი წილი – 244.45 მილიონი დოლარი ჩინეთში სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის. საექსპორტო კალათაში 24.1 მლნ დოლარით მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები. 12.5 მლნ-დან 8.6 მლნ დოლარამდე შემცირდა ღვინის ექსპორტი. საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალშია სამედიცინო ხელსაწყოები (5.5 მლნ) და დაუმუშავებელი ალუმინი – 2.6 მლნ დოლარი.
სულ, 8 თვის მონაცემებით, ექსპორტმა 2,071 მლრდ დოლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები