კახეთში 120 ათასი ტონა ყურძენი გადაამუშავეს

21 სექტემბრის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 120 ათასი ტონა ყურძენი. გადამუშავების პროცესში ჩართულია ღვინის 60-ზე მეტი საწარმო.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, კახეთში რთველი შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მევენახეებმა ყურძენი უპრობლემოდ ჩააბარონ და ანაზღაურება მიიღონ.

როგორც ცნობილია, წელს მთავრობამ რთველის სუბსიდირება გადაწყვიტა. 0.30 -თეთრიან სუბსიდიას მიიღებს ღვინის ყველა ის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს და 1 კგ ყურძენში მევენახეს არანაკლებ 0,80 ლარს გადაუხდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები