21 სექტემბრიდან თბილისის მეტრო მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება

21 სექტემბრიდან თბილისის მეტრო მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, დილის 6 საათიდან ღამის 12 საათამდე მოემსახურება.

როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, დასრულებულია ენერგოუსაფრთხოების და სავენტილაციო სისტემების რეაბილიტაცია, რის გამოც მეტრო 2019 წლის 1 ივლისიდან დღემდე შემცირებული გრაფიკით, ღამის 11 საათამდე მუშაობდა.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 550 კმ მოძველებული ძალოვანი სადენები და დამონტაჟდა ევროპული სტანდარტის 32 გამნიავებელი.

პროექტის განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის მიერ 15 მილიონი დოლარი იყო გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები