ლადო ბოჟაძე: გასაკვირი ამბავი სჭირს ოპოზიციას, დაიბარებენ ხან პრემიერს, ხან – მინისტრს და საჯაროდ აყურებინებენ საზოგადოებას ოპოზიციის სისუსტესა და არაკომპეტენტურობას

“გასაკვირი ამბავი სჭირს ოპოზიციას, დაიბარებენ ხან პრემიერმინისტრს, ხან – მინისტრს და საჯაროდ აყურებინებენ საზოგადოებას ოპოზიციის სისუსტესა და არაკომპეტენტურობას”, – ასე გამოეხმაურა სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლადო ბოჟაძე თავის “ფეისბუქგვერდზე” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გამოსვლას პარლამენტში.

ლადო ბოჟაძის განცხადებით, ასეთი აქტიური საპარლამენტო ცხოვრება, დებატები და დისკუსიები, განსაკუთრებით – წინასაარჩევნო პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

„გასაკვირი ამბავი სჭირს ოპოზიციას, დაიბარებენ ხან პრემიერმინისტრს, ხან – მინისტრს და საჯაროდ ასმენინებენ/აყურებინებენ საზოგადოებას ოპოზიციის სისუსტეს და, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში არაკომპეტენტურობასაც. ამის ნათელი მაგალითია დღეს ეკონომიკის მინისტრის დაბარება და საპარლამენტო დებატები. გაუფრთხილდით, ხალხო, თქვენს ისედაც მცირე რეიტინგს, გაუფრთხილდით”, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები