ირაკლი კობახიძე: სააკაშვილის პოლიტიკა საქართველოში მევენახეობის მოშლისკენ იყო მიმართული

“მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა საქართველოში მევენახეობის საერთოდ მოშლისკენ იყო მიმართული”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, კონკრეტული პოლიტიკოსის მომავალი წარსულიდან გამომდინარე შეფასდება.

„საზოგადოება იქედან გამომდინარე მსჯელობს, როგორი იყო მისი წარსული და ამის საფუძველზე შეფასდება კონკრეტული პოლიტიკოსის მომავალი. საზოგადოება ყველაფერს კარგად რომ ხედავს, სწორედ ამიტომ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ 12-პროცენტიანი რეიტინგი და მის მეორე დანაყოფ „ევროპულ საქართველოს“ – სამპროცენტიანი. საზოგადოება ამ პოლიტიკურ ძალებს 31 ოქტომბერს შეაფასებს და ეს ძალები მიიღებენ 12-პროცენტიან  ან უფრო დაბალ მხარდაჭერას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები