ეკატერინე ტიკარაძე: ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი

“პირველ ყოვლისა, მადლობა გაწეული შრომისთვის. ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომელიც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთან, ამირან გამყრელიძესთან და აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან, ნინო ნიჟარაძესთან ერთად ბათუმში კორონავირუსის გამო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება.

ტიკარაძის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში აჭარაში, კლინიკებში საწოლფონდის რაოდენობა იზრდება.

“პირველ ყოვლისა, მადლობა გაწეული შრომისთვის. სამინისტრო, თითქმის მთელი შემადგენლობით, აქ ვართ, რათა აღმოვფხვრათ ის ხარვეზები, რომლებიც არსებობს, თუმცა, ეს არის ხარვეზები, რომლებიც პანდემიას ახლავს თან და რომელსაც ვერ გაექცნენ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები. ჩვენ, ყველა ერთად ვართ წინა ხაზზე და ერთად უნდა გადავჭრათ ყველა საკითხი”, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები