რუსმა ტურისტებმა თურქეთში მედდა სცემეს – სამი ქალი დაკავებულია
თურქეთის პოლიციამ სამი რუსი ტურისტი ქალი დააკავა, რომლებსაც ბრალად მედდაზე ფიზიკური ძალადობა ედებათ.
Hurriyet-ის ინფორმაციით, ქალებმა ანტალიის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს სამედიცინო კაბინეტში მოაწყვეს.
მათგან ერთი ფეხში ტკივილის უჩიოდა და სასწრაფო მიღებას ითხოვდა. გამოცემა აღნიშნავს, ამ დროს ექიმი სხვა პაციენტს სინჯავდა, ამიტომ, მედდა ისმირა ოზთიურქმა ტურისტებს დალოდება და პირბადის გაკეთება მოსთხოვა.
თუმცა, რუსებმა თხოვნას აგრესიულად უპასუხეს: მათგან ერთ-ერთმა ოზთიურქს ჩუსტი ესროლა და თვალში მოახვედრა. ამის შემდეგ ექიმმა პოლიცია გამოიძახა.