დავით ზალკალიანმა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის საკითხი განიხილა

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში გამწვავებული ჰუმანიტარული ვითარება.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საოკუპაციო ძალების მხრიდან გახშირებულ პროვოკაციებზე.

მწვავედ დაისვა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესისა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებისა და უკანონო დაკავების საკითხი.

ხაზი გაესვა თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა ასევე განიხილეს ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის გამართვის საკითხები.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე, ტოივო კლაარი აღნიშნავს, რომ დავით ზალკალიანთან ერთად ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები განიხილა.

“ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან, განვიხილეთ ჟენევის მოლაპარაკებების 51-ე რაუნდის დღის წესრიგის საკითხები, ასევე, უსაფრთხოებისა და პანდემიის კუთხით არსებული მდგომარეობა. როგორც ყოველთვის, ეს შეხვედრაც ძალიან გულწრფელი და მეგობრული გახლდათ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს ოკუპირებული ცხინვალისა და სოხუმის ე.წ წარმომადგენლებთან, რათა მოვემზადოთ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდისთვის”, – განაცხადა ტოივო კლაარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები