გია ვოლსკი: მიხეილ სააკაშვილი სულ გადაირია

“მიხეილ სააკაშვილი სულ გადაირია, ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა  დედა. რაღაც მანია აქვს ამ კაცს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.
„სააკაშვილი საერთოდ გადაირია. 11-ჯერ აქვს ნათქვამი, რომ საქართველოში ჩამოდის ხან ღრუბელ-ღრუბელ, ხან ზღვა-ზღვა და ხან ხმელეთით. ეს რაც დავითვალე, რაც არ დაგვითვლია, ალბათ, რამდენჯერ აქვს ნათქვამი.
თურმე, მან შექმნა ქართველი ერი. მან მოიტანა საქართველოში კულტურა. ამავე დროს, უკიდურესად უგვანი სიტყვებით აგინებს ქართველ ერს, ხალხს. ჯერ მეუღლე დააყენა კანდიდატად, ახლა – დედა. რაღაც მანია აქვს გრანდიოზულად ამ კაცს. შეპყრობილია ადამიანი. იქნებ, თავისმა მომხრეებმა მაინც უთხრან, რომ არ შეიძლება ასე ბურთაობა ქვეყნისა და რეგიონის ინტერესებით. არ შეიძლება ისეთი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, სადაც ჰგონია, რომ პანდემიის გავრცელება საშველია, სადაც ეს არაქართული ოცნება აგიხდება, რომ საქართველოს როდისმე სანქციებს დაადებენ, მით უმეტეს, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც აქ ჩვენთან ერთად დღეს პოლიტიკურ, სამხედრო თუ ეკონომიკურ ურთიერთობებშია ასე ინტენსიურად ჩართული. ესაა რეალობა და ამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს ყველამ. ქვეყანა არ არის იმდენად კარგ მდგომარეობაში, ვიტრაბახოთ, რომ ყველა პრობლემა გადავჭერით. უამრავი პრობლემა დარჩა. პანდემიამ შემოგვიტია და ეს სვავები ოჯახებისა და უბედურების გარშემოა მოგროვილი. ესაა რეალობა, რასაც ვუყურებთ. რეალური პრობლემა სხვაგან დევს და არა ბანერების რაოდენობაში, შეიძლება მეც არ მომწონდეს, მაგრამ რეალობა სხვა არის. ეს არ არის ის თემა, რომელიც უნდა წამოვაძახოთ ქვეყნის მმართველ გუნდს, რომელმაც უამრავი რამ გააკეთა, რომ სამშვიდობოს გამოიყვანოს ქვეყანა და ხალხი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები