თამარ გაბუნია: კორონავირუსით ინფიცირებულთა მომატებული მაჩვენებლების შემდეგ, COVID კლინიკებში საწოლების რაოდენობა 700-ით გაიზარდა

“პარასკევს, მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირების მატება დაფიქსირდა, დამატებით მობილიზებული იქნა 700-მდე საწოლი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემის მომზადება პრიორიტეტი იყო.

“მთავრობის დადგენილებით, განსაზღვრულია ის სამედიცინო დაწესებულებები, რომელიც არიან COVID კლინიკა ან ცხელების კლინიკა.

პარასკევს, მას შემდეგ, რაც ინფიცირების მატება დაფიქსირდა, დამატებით მობილიზებული იქნა 700-მდე საწოლი. შესაბამისად, შაბათ-კვირას მობილიზებული საწოლ ფონდის რაოდენობა 1500-მდე გაიზარდა. დღეს, დღის ბოლომდე კი ეს საწოლები მომზადებულია იმისათვის, რომ COVID პაციენტების მიღება განახორციელოს 2400-მდე საწოლმა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში: – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ქობულეთში”, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები