მამუკა მდინარაძე: CRRC, პრაქტიკულად, “ნაცმოძრაობის” ორგანიზაციაა და ძალიან ხშირად 20-25 %-ით ცდებოდა

„CRRC, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის” ორგანიზაციაა და ძალიან ხშირად 20-25 % -ით ცდებოდა. ასეთი ბეგრაუნდი რისი თქმის საშულებასაც იძლევა, თავად გადაწყვიტეთ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ძნელი სათქმელია, რას ემსახურება CRRC-ის – საველე სამუშაოების ჩამტარებელი ამ ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მონაცემები, რომელიც, ალბათ, ვერ იქნება რეალობის შესაბამისი.

„ამის გაგრძელება იქნება ის, რომ შეგვაგუონ ჩვენ და ქართული საზოგადოება ასეთ არარეალურ მონაცემებს, რომელითაც დაიწყეს და შემდეგ უკვე არარეალურ მონაცემებს, ასევე ნახევარფაბრიკატს დადებენ, მაგალითად, პირდაპირ გამოკითხვას, ალოკაციის გარეშე, აქაც მანიპულაციას გააკეთებენ და არ ვიცი, რას ემსახურება ეს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები