სალომე ზურაბიშვილი: ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში 2001 წელს აშშ-ში 11 სექტემბერს მომხდარი ტერორისტული აქტის 19 წლისთავთან დაკავშირებით წერს.

“19 წლის წინ, 11 სექტემბრის თავდასხმებმა შეძრა ამერიკა და სრულიად მსოფლიო. დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ისტორიის ერთერთი ყველაზე შემზარავი ტერორისტული აქტების მსხვერპლთ.

19 წლის შემდეგაც, ქართველი ხალხი ამერიკის გვერდით დგას და განაგრძობს საერთაშორისო უსაფრთხოებისა და მშვიდობისათვის ბრძოლას”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით ,,ალქაიდას,, 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი – ნიუ იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები