“2012 წელს ფასადური დემოკრატია, როდესაც ხელისუფლება მონოპოლიზებული და პროპაგანდისტულ მანქანად გადაკეთებული მედიით ხალხს და პარტნიორებს ატყუებდა, შეიცვალა – ამ ცვლილებებს და გამარჯვებას მიაღწია “ქართულმა ოცნებამ” ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, ტელეკომპანია “იმედზე”, გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები” განაცხადა.
მისი თქმით, “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დაცულია ადამიანის უფლებები.
„2012 წლიდან ჩვენ ავირჩიეთ ნამდვილი დემოკრატია, რომელიც, რასაკვირველია რთულია, მოითხოვს მეტ ძალისხმევას, მეტ ჩართულობას, კამათს და საზოგადოების აზრის პატივისცემას. ფასადურ დემოკრატია ქვეყანა არ დაუბრუნდება! – ჩვენი მმართველობის პერიოდში დაცულია მშვიდობა და სტაბილურობა, სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დაცულია ადამიანის უფლებები, ბიზნესი თავისუფალია და საკუთრების უფლება დაცულია, ტარდება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები და საქართველოს აქვს სწორი, პრაგმატული და პროგრესული საგარეო პოლიტიკა, აქვს წარმატებები ევროკავშირთან და აშშ-სთან ურთიერთობებში. ეს არის იმ დემოკრატიის დამსახურება, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შექმნა და რომელსაც მუდმივად ვაძლიერებთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური გუნდი, გვაქვს გამოცდილება და სამომავლო გეგმები, რომლითაც შევძლებთ პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენას და მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესებას,”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.