არჩილ თალაკვაძე: საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აშშ-ში 2001 წელს მომხდარ 11 სექტემბრის ტერაქტს Twitter-ში ეხმაურება.
“დღეს ვიხსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებზე განხორციელებულ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტულ თავდასხმებს და პატივს მივაგებთ ამ ტრაგიკული დღის უდანაშაულო მსხვერპლებს, ასევე, პოლიციელებისა და მეხანძრეების გმირობას. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო აშშ-ის მტკიცე პარტნიორია!”, – წერს არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში.
ცნობისათვის, 2001 წლის 11 სექტემბერს, დილით ალქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 თვითმფრინავი გაიტაცა. ერთერთმა მიზნამდე ვერ მიაღწია და გზაში ჩამოვარდა, მეორე დაეცა პენტაგონის შენობას, დანარჩენი ორი – ნიუ იორკში, მანჰეტენზე, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა. ოთხივე თვითმფრინავის მგზავრები, ეკიპაჟი და ტერორისტები დაიღუპნენ.