ბეირუთის პორტში – იქ, სადაც 4 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა, ძლიერი ხანძარია.
როგორც მედიას ,,წითელი ჯვრის,, ლიბანის განყოფილების გენერალურმა დირექტორმა განუცხადა, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ნარჩენები გამხდარიყო.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე მეხანძრეები და სამხედროები იმყოფებიან.
4 აგვისტოს მომხდარ ძლიერ აფეთქებას 190 ადამიანი ემსხვერპლა, 6 ათასზე მეტი დაშავდა. ლიბანის დედაქალაქის სტიქიის ზონად არის გამოცხადებული, სადაც 19 სექტემბრამდე საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.