ირაკლი ხახუბია სენაკის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

“ქართული ოცნების” ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი – ირაკლი ხახუბია, საარჩევნო შტაბისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მუნიციპალიტეტში, ახალსოფლის, თეკლათის, ზემო ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულების, სოფელ გოლასკურისა და ქალაქის მესამე უბნის მოსახლეობას შეხვდა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული სამუშაოები დასრულების ფაზაშია.
ასევე, ქალაქად და სოფლად საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება-რეაბილიტაციის პროცესი ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“მიუხედავად განხორციელებული და მიმდინარე პროექტებისა, ჩვენი მოქალაქეები არაერთი გამოწვევის წინაშე დგანან. პრიორიტეტულია გაზიფიცირების, ინტერნეტიზაციის, წყალმომარაგების პრობლემები, რომელთა დროულად მოგვარების გეგმა მათ შეხვედრებზე გავაცანი”, -განაცხადა ირაკლი ხახუბიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები